სტეფანწმინდის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის კონცეფციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოიდგენა

მოსახლეობის საყურადღებოდ!

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 21 მაისს, დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში, გაიმართა დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაცნობოდნენ დოკუმენტაციის დეტალებს და გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.

 ადგილობრივ მოსახლეობასა და დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მიმდინარე წლის 10 ივნისამდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოთ დაბა სტეფანწმინდის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განაშენიანების გეგმის) კონცეფციასთან დაკავშირებული საკუთარი წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები - შემდეგ მისამართზე: დაბა სტეფანწმინდა დავით აღმაშენებლის ქ. N36 ან ელექტორონული ფოსტაზე: kazbegimunicipality.info@gmail.com .