ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე 80 მეტრი სიგრძის გზის საყრდენი კედელი მოეწყობა

ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე 80 მეტრი სიგრძის გზის საყრდენი კედელი მოეწყობა.

ამ ეტაპზე, გზის საყრდენი კედლის 18 მეტრიანი მონაკვეთის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი, არსებული, დეფორმირებული და დაზიანებული საყრდენი კედლის მოხსნასა და ახლის მშენებლობას ითვალისწინებს.
ახალი საყრდენი კედლის მშენებლობის არეალი გეოტექნიკური და კონსტრუქციული ინჟინრების მიერ შეფასდა, შენდება გარემო პირობებისა და მოსალოდნელი დატვირთვის გათვალისწინებით.