ქუჩის ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მეთელ ტერიტორიაზე, ქუჩის ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და პოპულაცია-კონტროლის მართვის მიზნით, სტერილიზაცია-კასტრაცია მიმდინარეობს.

6 ადმინისტრაციულ ერთეულში 294 ძაღლია აღრიცხული. ცხოველების დაჭერა ჰუმანური, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდებით ხდება.

ამ ეტაპზე, პირველადი ვეტერინარული გამოკვლევა,  მიკროჩიპინგი, ყურის მარკირება და ტესტირება ზოონოზურ დაავადებებზე, 149 ცხოველს ჩაუტარდა.
  
ქუჩის ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია ხელს შეუწყობს პოპულაციის მართვას, ჭარბი პოპულაციის შემცირებას და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შემცირებას.