სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს.
საკითხთან დაკავშრებით, ყაზბეგის მერიაში საქსტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, ათ წელიწადში ერთხელ ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების დადგენასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრას. ის არის მნიშვნელოვანი წყარო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად.
2024 წელს, მოსახლეობასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.
აღწერის შედეგად უახლესი ინფორმაცია მოიპოვება მოსახლეობის რიცხოვნობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების სტატუსის და განათლების დონის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საბინაო პირობების შესახებ.