„ლარსი 2 ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

05.12.2022, მდინარე თერგზე 5,8 მგვტ სიმძლავრის - „ლარსი 2 ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობა, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია.

სკოპინგის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდზე - www.kazbegi.gov.ge / საჯარო ინფორმაცია / ანგარიში.

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია.
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ლარსი ფაუერი“.