კეთილმოწყობის სამსახურის გულითადი და გამორჩეული თანამშრომელი წლის საპატიო მოხევე გახდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, ლუბა თამაზხანოვს საპატიო მოხევის ტიტული მიენიჭა. 

ქალბატონი ლუბა კეთილმოწყობის სამსახურის გულითადი და გამორჩეული თანამშრომელია, მრავალი წელია განსაკუთრებულად ზრუნავს ყაზბეგის სისუფთავეზე, ერთგულად ემსახურება ხევს და მოხევეებს.