ბაკურ ავსაჯანიშვილი - სკოლა არის ხიდი, ოჯახსა და საზოგადოებას შორის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, სანიმუშო პედაგოგებმა, ყველაზე კარგად ის ასწავლეს ჩვენ პატარებს, თუ როგორ უნდა ისწავლონ სკოლაში

დაბა სტეფანწმინდის საბავშვო ბაღში დამამთავრებელი ჯგუფის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. საზეიმო პროგრამა შემოქმედებითი, თეატრალური და მუსიკალური ნომრებისგან შედგებოდა.

ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად დაესწრო.

„სტეფანწმინდის საბავშვო ბაღს, აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს, მშობლებს, ყველას ერთად გილოცავთ ამ სიკეთით სავსე დღესასწაულს, გამოსაშვებ ღონისძიებას. დღეს აღსაზრდელები არტისტულად წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე და ღირსეულად წარმოაჩინეს შეძენილი ცოდნა, უნარ-ჩვევები.

დაგილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპს, სკოლისაკენ მიმავალ გზას და წარმატებულ, ბედნიერ მომავალს გისურვებთ.

სკოლა არის ხიდი, ოჯახსა და საზოგადოებას შორის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, სანიმუშო პედაგოგებმა, ყველაზე კარგად ის ასწავლეს ჩვენ პატარებს, თუ როგორ უნდა ისწავლონ სკოლაში.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა