ბაკურ ავსაჯანიშვილი - საბავშვო ფესტივალები, რეგიონებს შორის, კომუნიკაციის განსაკუთრებული და განსხვავებული საშუალებაა, ამიტომ კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, მეტი აქტიურობისა და მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერისაკენ მოვუწოდებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის ცენტრმა ფესტივალს „მთის ჰანგები“ უმასპინძლა. 

ფოლკლორის ფესტივალში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ. N STUDIA-ს ორგანიზებით, კონცერტის პარალელურად, მოსწავლე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაიყდვა გაიმართა. 
ღონისძიებას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 

„ასეა ნათქვამი, - ბავშვები არიან სიცოცხლის ყვავილები! დღესასწაულზე, რომელიც ფესტივალმა „მთის ჰანგები“ გვაჩუქა, ძალიან ბევრმა ფერადმა და ლამაზმა ყვავილმა მოიყარა თავი. მათი ერთობლიობა სიცოცხლის, სიხარულის, სიყვარულის ზეიმია. ვულოცავ ჩვენი განათლებისა და კულტურის ცენტრის აღსაზრდელებს, ფესტივალში წარმატებით მონაწილეობას. ასეთი საბავშვო ფესტივალები, რეგიონებს შორის, კომუნიკაციის განსაკუთრებული და განსხვავებული საშუალებაა, ამიტომ კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, მეტი აქტიურობისა და მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერისაკენ მოვუწოდებ“- განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.