ბაკურ ავსაჯანიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილეებთან ერთად,
9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსეთის სამხედრო ნაწილებმა სისხლში ჩაახშვეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
„უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად, 9 აპრილი ბოროტების იმპერიაზე გამარჯვებისა და ქართველი ერის ერთიანობის დღეა. ჩვენმა გმირმა თანამემამულეებმა მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, საბჭოთა კავშირის კონტროლს არ შეეგუებოდა. სიმბოლურად, ყვავილებით შევამკობთ დაღუპული გმირების მემორიალს ნიშნად იმისა, რომ გვახსოვს გმირები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში, საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს. ჩვენი გადარჩენა ერთიანობასა და სამშობლოს სიყვარულშია. გილოცავთ ეროვნული თანხმობის დღეს, ქართველთა ერთიანობის დღესასწაულს.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა