ბაკურ ავსაჯანიშვილი ჟიული შარტავას დაბადების დღეს ეხმიანება

“წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენ ისედაც ვალში ვართ მათ წინაშე“ - ჟიული შარტავა

7 მარტი საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა.
“სულმნათი, უპატიოსნესი, საქართველოსა და ქართველებზე უზომოდ შეყვარებული. პატრიოტი, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურა ერს.
სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღეში, საპატრიაქოში, უცნობი ავტორის წერილი მივიდა: “ჩვენ არ ვიცოდით ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”.
ბევრი ჟიული შარტავა ჩვენ ქვეყანას! დიდება გმირებს, უკვდავყოფა მათ სახელებსა და სამაგალითო, საგმირო საქმეებს.” - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა