“ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის” მონაკვეთის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

30 ნოემბერი, 2018

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისჟინვალილარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობისმონაკვეთის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

   მიმდინარე წლის 10 სექტემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით წარმოდგენილ იქნა “ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროექტი.  აღნიშნული წერილით წარმოდგენილ იქნა გზშ-ს ანგარიშის  ნაბეჭდი ვერსია, გზშ-ს ელექტრონული ვერსია GIS კოორდინატებით და არატექნიკური რეზიუმე, სამინისტროში ასევე წარმოდგენილ იქნა გზშ-ს დანართების ნაბეჭდი ვერსია, თუმცა არ იქნა წარმოდგენილი მათი ელექტრონული ვერსიები, შესაბამისად, 14 სექტემბრის  N2-12/10839 წერილით  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დამატებით წარმოადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დანართების ელექტრონულ ვერსიები. 

   ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სამინისტროს ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსდა ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის “ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის” პროექტის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების შესახებ (იხ. ლინკი http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/81), აღნიშნულ განცხადებაში საზოგადოების მხრიდან შენიშვნების მიღების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 9 ნოემბრისა. 

   ამასთან, პროექტის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, საჯარო განხილვის ჩატარებამდე  20 სამუშაო დღით ადრე, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში (იხ. ლინკი http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/177),

   მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წერილობით მიმართა სამინისტროს „ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის” პროექტის საჯარო განხილვის  გადადების შესახებ. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ ტექნიკურ პროექტში შესაძლოა განხორციელებულიყო ცვლილებები. აღნიშნულის საფუძველზე, 14 ნოემბერს, დაგეგმილი  დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, “ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გადაიდო. ინფორმაცია განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებ.გვერდზე (იხ. ელ. ბმული  http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/1222 )

   მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, N15203 წერილით, საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა მიმართა სამინისტროს საჯარო განხილვის დანიშვნის შესახებ. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ პროექტში ცვლილება აღარ განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტაციაც, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდა დოკუმენტაციის განთავსების დღიდან

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 10 დეკემბერს:
11:00 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
16:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მლეთის სკოლა;

   საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული  შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ.ფოსტის  მისამართზე eia@mepa.gov.ge.

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდებას  ნაბეჭდი სახით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე