ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

30 ოქტომბერი, 2018

დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება

   დაგეგმილ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

   საქმიანობის განხორციელების ადგილი: დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები

   

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

  • 2018 წელი, 14 ნოემბერი 11:00 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
  • 2018 წელი, 14 ნოემბერი 15:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მლეთის სკოლა;

    საჯარო განხილვის ორგანიზატორი:  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

   მიმდინარე წლის 10 სექტემბერს,  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამინისტროში წარმოადგინა განცხადება დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის პროექტის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

   აღნიშნული პროექტის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში  გაიმართება საჯარო განხილვა.  საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.           

   პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული  შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 16 ნოემბრისა, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ.ფოსტის  მისამართზე eia@mepa.gov.ge.

   ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდებას  ნაბეჭდი სახით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე