ვარდისუბნისა და გორისციხის დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა აღდგა.

20 ივნისი, 2019

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის თანამშრომლობითა და მხარადჭერით მოეწყო დროებითი, პანელური ტიპის 30 მეტრის სიგრძის, სახიდე კონსტრუქცია, რომელზე გადაადგილებაც შესაძლებელი იქნება, როგორც სატრანსპორტო საშუალებით ასევე ფეხით მოსიარულეთათვის.

  აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდებაც.

  ყაზბეგის მუნიციაპლიტეტის მერიამ და ინჟინრებმა ადგილზე დეტალურად შეისწავლეს არსებული მდგომარეობა, რათა დროულად დაიწყოს ახალი ხიდის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები.

  მიმდინარე წლის 11 ივნისს მდინარე თერგის ადიდების შედეგად და სოფელ გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის საყრდენმა კონსტრუქციებმა განიცადა დეფორმაცია და დატვირთვას ვერ გაუძლო.

  კონსტრუქციული ელემენტების მწყობრიდან გამოსვლით გადასასვლელი ნაწილობრივ ჩაიშალა, აღნიშნული ხიდი აკავშირებს სამ სოფელს, სადაც დასახლებულია ათასამდე ადამიანი.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

გააზიარე