უკრაინის რ/კ "სოკოლი" (ლვოვი) - რ/კ "ყაზბეგს'' მასპინძლობს

9 დეკემბერი, 2018

        09.12.2018 უკრაინა, ქ. ლვოვი სტადიონი "იუნოსტი"

 

   "სოკოლი" (ლვოვი) - რ/კ "ყაზბეგი" 

   დღეს, 9 დეკემბერს უკრაინის ქალაქ ლვოვში  სარაგბო ტურნირის მატჩი გაიმართება, ადგილობრივი რაგბის კლუბი "სოკოლი" რ/კ "ყაზბეგს" უმასპინძლებს.

   "სოკოლი" უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდია და ამჯერად მესამე ადგილზე იმყოფება.

   რ/კ "ყაზბეგი" უკრაინაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით 6 დეკემბერს გაემგზავრა.

  7-10 დეკემბერს უკრაინის ქალაქ ლვოვში იმართება საერთაშორისო სარაგბო ტურნირი, სადაც ადგილობრივ კლუბებთან ერთად მონაწილეობს  რ/კ "ყაზბეგი".

  აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა, გუნდის ბოლო დროინდელმა წარმატებებმა განაპირობა.  რ/კ "ყაზბეგი" საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მეორე ლიგის ლიდერია და ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოფიციალურად განაღდებული აქვს პირველ ლიგაში გადასასვლელი ფლეიოფის საგზური.

 

#რაგბიჩვენითამაშია

#უგულშემატკივრეყაზბეგს

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2018

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე