ტურისტების სტატისტიკა

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. 2017 წლის ორი თვის ჯამური მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 755,080 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.5%-ით მეტია. მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 125 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 95,266-ს შეადგენს. 1,500-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 6 ქვეყნიდან, ჯამში 76,475 (მთლიანი ზრდის 83%).

ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან ერთად, ტურიზმის მასშტაბი ყაზბეგშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის დასტურად, ბოლო წლებში, საკმაოდ მოიმატა შიდა-მიგრაციამ. დაიწყო სეზონური საოჯახო ტიპის სასტუმროების გახსნა ყაზბეგში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ტურიზმი არის ეკონომიკური განვითარების ყველაზე იმედისმომცემი შესაძლებლობა ყაზბეგისთვის, რადგან მუნიციპალიტეტი არ არის იდეალური სოფლის მეურნეობის ეფექტური განვითარებისთვის და აქ პრაქტიკულად არ არსებობს ადგილობრივი მრეწველობა.

 

2016 წლის თერთმეტი თვის მონაცემებით ვიზიტორების ზრდის მთავარი კონტრიბუტორები

2017 წლის ორი თვის მონაცემებით ვიზიტორების ზრდის მთავარი კონტრიბუტორები

ტურიზმის 2017 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკა

ტურიზმის 2017 წლის დეკემბრის თვის სტატისტიკა

ტურიზმის 2018 წლის იანვრის თვის სტატისტიკა

ტურიზმის 2018 წლის თებერვლის თვის სტატისტიკა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე