სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი ღია კარის დღეს მართავს
21 ივლისს 14:00 საათზე სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი, სტეფანწმინდის დამატებით სასწავლო ფართში ( სტეფანწმინდა, ფიცხელაურის ქ. 13), პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებული პირებისთვის საშემოდგომო მიღების ფარგლებში ღია კარის დღეს მართავს.
სტუმრებს კოლეჯის ადმინისტრაცია გააცნობს:
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
- ჩარიცხვის პროცედურებს;
- დასაქმების შესაძლებლობებს;
- გაცვლით პროგრამებს;
- ინკლუზიური განათლების მიღების შესაძლებლობას;
- კოლეჯის მატერიალურ- ტექნიკური ბაზას;
- ახლოდან გააცნობს სხვადასხვა პროფესიას და პრაქტიკულ სწავლებას.