სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერება

2 May, 2019

   დღეს, 2 მაისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა - ალექსანდრე ზაგაშვილმა და მერის მოადგილე-დავით ქირიკაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან და მშენებლებთან ერთად დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის განახლებული სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

   ყაზბეგის მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დროულ რეაგირებას, მშენებელ კომპანიას აღნიშნული პრობლემების სასწრაფოდ გამოსწორება დაევალა.

  •  დაბა სტეფანწმინდის სპორტკომპლექსი ,,ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (EIB) დაფინანსებით აშენდა.
  •  პროექტი მოიცავს სპორტული კომპლექსის სრულ რეაბილიტაციას.
  • დამკვეთი: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ); 
  • შემსრულებელი: ,,კ.ე.ქონსტრაქშენ-ჯორჯია“;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე