სპორტი და სპორტული ღონისძიებები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 6 სტადიონი და 4 სპორტდარბაზი.

სპორტის სერვისებში შედის:

  • მეკლდეურობა
  • ჭიდაობა
  • ფეხბურთი
  • რაგბი
  • სამთო სათხილამურო.

2016-2017 წლების რეგიონალური განვითარების სახელმწიფო პროგრამით წარმოდგენილი პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა სპორტული ცხოვრების დონის ამაღლება და განვითარებაა.

ყაზბეგში განსაკუთრებით პოპულარული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობები. წლების მანძილზე მოხევეები წარმატებას აღწევდნენ, როგორც საქართველოს, ისე ევროპისა და მსოფლიო დონის თამაშებში. გვყავს  ჩემპიონები და პრიზიორები ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და მეკლდეურობაში.

სპორტული დარბაზი მდებარეობს დაბის შემოსასვლელში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომია მისი გეოგრაფიული მდებარეობა.

გააზიარე