სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15 იანვარი, 2019

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრაზე ალექსანდრე ზაგაშვილმა მერის წარმომადგენლებთან და სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ეტაპები.

   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით -kazbegimunicipality.info@gmail.com, აგრეთვე შესაძლებელია, მოქალაქე დაუკავშირდეს მერიის უფლებამოსილ პირს/სამსახურს კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (მაგ, ტელეფონით) და აუხსნას მას საკუთარი პროექტის იდეა.

   სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რის გამოც, დასახლებებში გაიმართება საერთო კრებები მოსახლეობასთან, სადაც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას განსახორიციელებლი პროექტების შერჩევის თაობაზე.

დამატებითი ინფორმაცია, განაცხადის ფორმა, საერთო კრების სხდომის განრიგი (გამართვის თარიღი და დრო, საორიენტაციო თანხა), დასაფინანსებელი პროექტების კატეგორია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მითითებულ ბმულზე:  http://kazbegi.gov.ge/ge/soplis-mxardacheris-programis-parglebshi-saproekto-cinadadebebis-migeba-daicqo

#ძლიერითვითმმართველობა

#სოფლისმხარდაჭერა

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე