სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები გაიმართა

22 იანვარი, 2019

   დღეს, 22 იანვარს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები გაიმართა სოფელ ცდოს, გველეთის, სიონის, ვარდისუბნის, სნოს, ახალციხის, კარკუჩის, ქოსელის, ჯუთის, გარბნის, არშის, ფანშეტის და აჩხოტის მოსახლოეობასთან .

   შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი- ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილეები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის წევრები.

  კრებებზე განიხილეს და შეარჩიეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები.

#სოფლისმხარდაჭერა

#ძლიერისოფელი

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე