სოფლებში საერთო კრების სხდომები გაიმართა

23 იანვარი, 2019

  დღეს, 23 იანვარს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები გაიმართა სოფელ ფხელშის, ყანობის, ხურთისის, გორისციხის, გუდაურის, ქუმლისციხის, კობის, აბანოს, ალმასიანის, ქვემო ოქროყანისა და ტყარშეტის მოსახლოეობასთან .

   შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი- ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილეები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები.

   კრებებზე განიხილეს და შეარჩიეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები.

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები დასრულდა. ოცდაოთხი სოფლის მოსახლეობამ, პრიორიტეტეტებსა და საჭიროებებზე მსჯელობის შედეგად, გააკეთა არჩევანი, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა.

#ძლიერითვითმმართველობა

#სოფლისმხარდაჭერა

#სოფელიირჩევს

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე