სოფელ ყანობის მიმართულებით, მდინარე თერგზე სახიდე გადასასვვლელის  სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

1 ნოემბერი, 2018

     საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის 111-ე კილომეტრიდან სოფელ ყანობის მიმართულებით, მდინარე თერგზე სახიდე გადასასვვლელის  სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა-ალექსანდრე ზაგაშვილმა და მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილმა სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

   პროექტის ღირებულება - 2 637 203 ლარი.

  შემსრულებელი-შ.პ.ს „ჯორჯიან ბრიჯ ქონსტრაქშენი".

  პროექტი შედგენილია შპს ,,გზამკვლევი 2001“–ის მიერ

  სამუშაოების შესრულების ვადა 16.05.2018 - 16.07.2019

 

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2018

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე