სოფ. ყანობის მოსახლეობა ახალი ხიდით ისარგებლებს

30 აგვისტო, 2019

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი ყანობის მოსახლეობას ახალი თანამედროვე სტანდარტების სახიდე გადასასვლელით  სარგებლობა  უკვე შეუზღუდავად შეუძლია.

   ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  აღნიშნული  ხიდი მოინახულეს და სოფელი ყანობის მოსახლეობას შეხვდნენ.

   პროექტის ფარგლებში მდინარე თერგზე სახიდე გადასასვვლელთან ერთად მოეწყო  ცენტრალური მაგისტრალიდან ხიდამდე ასფალტ-ბეტონის გზაც.

  •  ხელშეკრულების  ღირებულება   2 900 320 ლარს შეადგენს.
  • პროექტი "Design-build"-ის მეთოდით განხორციელდა.
  • შემსრულებელი შ.პ.ს „ჯორჯიან ბრიჯ ქონსტრაქშენი"
  • პროექტის შედგენილია შპს ,,გზამკვლევი 2001“–ის მიერ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად, შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს,  მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და მიწების რეგისტრაციის პრობლემა დასახელდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს  მხარდაჭერა აღუთქვეს,  ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებზე და პროექტებზე.

 

გააზიარე