სოციალურ საკითხთა კომისია

კომისიის წევრები

 

  • მანანა სეთურიძე - თავმჯდომარე
  • გივი ქირიკაშვილი - წევრი
  • ბაჩანა ფიცხელაური - წევრი
  • ვაჟა გელაძე - წევრი
  • ჯაბა გომიაშვილი - წევრი

სოციალურ საკითხთა  კომისია წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას:

 

კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:

  • განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
  • სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნისა და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
  • ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
  • მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების პროექტების შესახებ;
  • თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების   და პირობების დადგენის შესახებ.
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
  •  
კომისიის უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში

 

გააზიარე