სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - მდ. თერგის ხეობაში, 23.556 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (კამარა ჰესის) მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი

3 თებერვალი, 2021

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - მდ. თერგის ხეობაში, 23.556 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (კამარა ჰესის) მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „კამარა ენერჯი";

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო2021 წლის 19 თებერვალი, 14:00 საათი;

 

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

 

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:

https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=md9a01c5d426692e79ea03bd42a4b870a

შეხვედრის კოდი: 123456789

შეხვედრის ნომერი: 181 236 6599

 

ვინაიდან საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს  „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

 

საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების Webex-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით. (დამატებით გაცნობებთ, რომ შეხვედრაზე დასწრებისთვის სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის გამოყენება).

 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 25 თებერვლამდე მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

 

 

გააზიარე