შეხვედრა სტეფანწმინდის ცენტრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

5 ივლისი, 2019

დაბა სტეფანწმინდაში ცენტრალური უბნის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები დაიწყო.

   აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორი - ა(ა)იპ კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის კავშირი „ამქარი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

   შეხვედრაზე განიხილეს საპროექტო სამუშაოების დეტალები.

   საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, დაბის ცენტრალურ ნაწილში არსებულ შემდეგ ობიექტებზე:

  •   დაბა სტეფანწმინდის ცენტრალურ უბანში არსებული უსახური შენობების ფასადები.
  •   დაბის ცენტრში არსებული ორი მცირე სკვერი;
  •   დაბის ცენტრალურ ნაწილში არსებული ქუჩათა ქსელი;
  •   კონკრეტული საინჟინრო ქსელები;
  •   მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობა;

  პროექტის მიზანია ადგილობრივი ტურიზმის განვითარება, ტურისტულად მიმზიდველი და მოწესრიგებული გარემოს შექმნა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის, კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და კონკრეტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

  მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ა(ა)იპ კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის კავშირ „ამქარს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში 24 ივნისს შევიდა.

  ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს - 398 840 ლარს.

იხილეთ ბმული

გააზიარე