შეხვედრა სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

3 May, 2019

  დღეს, 3 მაისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი- ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილეები და შ.პ.ს „საქართველოს ტექნიკური ჯგუფის” წარმომადგენლები  სნოს თემის მოსახლეობას შეხვდნენ.

  შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სოფლებში წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემები,  დაიგეგმა სათავე ნაგებობების ადგილზე დათვალიერება და არსებული მდგომარეობის შესწავლა.

  კონტრაქტორ კომპანიას დაევალა, რომ პირველ რიგში მოხდეს სოფელი აჩხოტის და არშის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემების) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება-შედგენა .

   2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობა და რეაბილიტაცია დაგეგმილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში -  სიონი, გარბანი, არშა, ფანშეტი, ცდო, გორისციხე, ყანობი, სნო, კარკუჩა, აჩხოტი, ახალციხე.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე