შეხვედრა სოფ.კობის, ხურთისისა და ყანობის მოსახლეობასთან

19 მარტი, 2019

  დღეს, 19 მარტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი სოფელი კობის, ყანობისა და ხურთისის მოსახლეობას შეხვდა.

 შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - გრიგოლ სეთურიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

 შეხვედრაზე ალექსანდრე ზაგაშვილმა მოსახლეობას გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური საკითხები, მოსახლეობისგან მოისმინა საჭიროებები და პრობლემური საკითხები.

როგორც მოგეხსენებათ, ყაზბეგის მერის ინიციატივით მიმდინარე კვირას სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება.

 შეხვედრის მიზანია მოსახლეობასთან ერთად პრობლემური საკითხების განხილვა, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური საკითხების გაცნობა.

ხვალ, 20 მარტს მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება შემდეგ სოფლებში :

  •  ფხელშე 12 სთ
  •  გორისციხე 13 სთ
  •  ტყარშეტი - 14 სთ

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე