შეხვედრა სნოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობასთან

27 მარტი, 2019

  დღეს, 27  მარტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი სოფელი აჩხოტის, სნოს, ახალციხის, კარკუჩისა და ქოსელის  მოსახლეობას შეხვდა.

  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს  სხვა წარმომადგენლები.

   ალექსანდრე ზაგაშვილმა მოსახლეობას გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები,  სოციალური საკითხები,  მოსახლეობისგან მოისმინა საჭიროებები და  პრობლემური საკითხები.

  როგორც მოგეხსენებათ, ყაზბეგის მერის ინიციატივით მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება.

  შეხვედრის მიზანია მოსახლეობასთან ერთად პრობლემური საკითხების განხილვა, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური საკითხების გაცნობა.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე