შეხვედრა სივრცითი განვითარების დელეგაციასთან

2 ნოემბერი, 2018

    ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა-ალექსანდრე ზაგაშვილმა სივრცითი განვითარების დელეგაციას უმასპინძლა.

   ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ:  შვეიცარიის სივრცითი განვითარების ფედერალური ოფისის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი-სილვია იოსთი, შვეიცარიის სივრცითი განვითარების სამსახურის ვიცე-დირექტორი-ულრიხ სევერი, კრუმბახის (ავსტრია) ყოფილი მერი - არნოლდ ჰირშბიული ,  არქიტექტორი- მათიას ჰაინი ბერგენცი (ავსტრია).

   შვეიცარიის პრეზიდენტისა და შვეიცარიის გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგიისა და კომუნიკაციების მინისტრის, ქ-ნი დორის ლოითჰარდის 2017 წლის 4 დეკემბერს ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ორმხრივი შეხვედრის დროს, გადაწყდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. რადგანაც ალპების, კავკასიისა და ზოგადად მთიანი რეგიონების მაცხოვრებლები ერთსა და იმავე პრობლემებს აწყდებიან და ერთნაირი გამოწვევები აქვთ, როგორიც არის ტურიზმი, კლიმატის ცვლილება, დემოგრაფია და ტრანსპორტი, შვეიცარიამ გამოთქვა სურვილი თანამშრომლობის ფარგლებში დახმარებოდა საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებაში, რაც გულისხმობს სივრცით მოწყობას, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და მდგრად მშენებლობას.

   ამ მიზნით შვეიცარიელი და ავსტრიელი ექსპერტები, არქიტექტორები, კრუმბახის ყოფილი მერი და ასევე სამინისტროს წარმომადგენლები 31 ოქტომბერს მეორედ ეწვივნენ ყაზბეგს, რათა რეგიონებს შორის მოხდეს ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის ინიცირება. პროექტი ჯერ დამუშავების პროცესშია.

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე