შეხვედრა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობასთან

21 მარტი, 2019

   დღეს, 21 მარტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი -სოფელი ვარდისუბნის,  სიონის, გარბანის, არშისა და  ფანშეტის  მოსახლეობას შეხვდა.

  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - გრიგოლ სეთურიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

   ალექსანდრე ზაგაშვილმა მოსახლეობას გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები,  სოციალური საკითხები,  მოსახლეობისგან მოისმინა საჭიროებები და  პრობლემური საკითხები.

  როგორც მოგეხსენებათ, ყაზბეგის მერის ინიციატივით მიმდინარე კვირას სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება.

  შეხვედრის მიზანია მოსახლეობასთან ერთად პრობლემური საკითხების განხილვა, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური საკითხების გაცნობა.

   ხვალ, 22 მარტს მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება დაბა სტეფანწმინდაში, კულტურის სახლში - 18 სთ-ზე, სადაც აღნიშნულ საკითხებთან ერთად განიხილება გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის საკითხი.

  დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მობრძანდეთ და დაესწროთ შეხვედრას.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე