შეხვედრა საქართველოს საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან

1 ივლისი, 2021

ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი საქართველოს საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

სტეფანწმინდაში გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები თამაზ ალიბეგაშვილი და დავით ქირიკაშვილი, საქართველოს საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი კაბულაშვილი, ყაზბეგის სპორტის განყოფილების უფროსი გიორგი გელაძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით შველიძე, ასევე ტიტულოვანი ქართველი მებრძოლები, მსოფლიო ჩემპიონები - ლევან მაყაშვილი და რაულ თუთარაული.

შეხვედრაზე დაფუძნდა მცხეთა-მთიანეთის შერეული საბრძოლო ხელოვნებების რეგიონალური ფედერაცია, რომლის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ვეტერანი მოჭიდავე და მებრძოლი ზეზვა ხულელიძე.

რეგიონალური ფედერაცია საქმიანობას უახლოეს მომავალში შეუდგება და ხელს შეუწყობს მცხეთა-მთიანეთში სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

შეხვედრაზე განიხილეს დაბა სტეფანწმინდაში გასამართი GFC-ს ტურნირის საკითხები და ჩატარების სავარაუდო თარიღად 28 ივლისი დასახელდა. ასევე გადაწყდა, რომ ტურნირზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად მოხევე სპორტსმენები იბრძოლებენ.

ტურნირზე საქართველოს გარდა აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთის და თურქეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე