შეხვედრა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით

27 აგვისტო, 2019

  დღეს, ყაზბეგის მერიაში მუნიციპალური ნარჩენების მართვის საკითხთან დაკავშირებით, ჩეხურ კომპანია “ENVIROS”-ის წარმომადგენლებთან, შეხვედრა გაიმართა.

  შეხვედრას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილი და მერიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  "საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ნარჩენების მართვის კონცეფციის შემუშავება" UNDP-ის დაფინანსებული პროექტია, რის ფარგლებშიც ჩეხურმა კომპანია “ENVIROS” -მა დაამუშავა ტექნიკური დავალება, რაც გულისხმობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თემისთვის დამოუკიდებელი რეციკლირებით ნარჩენების გადამუშავებას.

  კომპანიამ წარმოადგინა პრეზენტაცია კონკრეტულ იდეასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ცენტრის დაარსებას და დაფინანსების წყაროების მოძიებას.

გააზიარე