შეხვედრა მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით

12 ნოემბერი, 2019

  დღეს, ყაზბეგის მერიაში მუნიციპალური ნარჩენების მართვის საკითხთან დაკავშირებით ჩეხურ კომპანია “ENVIROS”-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

  შეხვედრას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - დავით ქირიკაშვილი და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  ჩეხურმა კომპანია “ENVIROS” -მა დაამუშავა ტექნიკური დავალება, რაც გულისხმობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თემისთვის დამოუკიდებელი რეციკლირებით ნარჩენების გადამუშავებას.

  შეხვედრა გაიმართა პროექტის -"საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ნარჩენების მართვის კონცეფციის შემუშავება" - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია UNDP-ის მიერ.

გააზიარე