შეხვედრა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან

30 ნოემბერი, 2018

   მიმდინარე წლის 17 დეკემბერს  14 საათზე, პროექტ- მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში-ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ელ-კომერციის, სახელმწიფო სერვისების გამოყენებისა და ციფრული მარკეტინგის შესახებ.

   2018 წლის ნოემბრიდან კრეატიული განვითარების ცენტრი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს  პროექტს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით.   პროექტის ფარგლებში შეირჩევიან მეწარმეები საქართველოს 37 მუნიციპალიტეტიდან, და მათთვის ჩატარდება ტრენინგები ელ-კომერციის, სახელმწიფო სერვისების გამოყენებისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. პროექტის სამიზნე რეგიონებია: შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი და სამეგრელო.

   პროექტის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, არამხოლოდ მიიღონ ცოდნა ტრენინგების მეშვეობით, არამედ შეხვდნენ საკვანძო ორგანიზაციებს შესაბამისი მიმართულებით მათსავე რეგიონში, გაეცნონ ინფორმაციას დაფინანსების წყაროების შესახებ, დარეგისტრირდნენ გლობალურ პლატფორმებზე საკუთარი პროდუქციიდან დამატებითი შემოსავლის მიღებისათვის. ასევე საბოლოოდ შერჩეულ 100 ბენეფიციარს ჩვენი ორგანიზაცია შეუქმნის კონტენტ პაკეტს და მისცემს შესაძლებლობას კვალიფიციური მენტორის დახმარებით  პროექტის მსვლელობისასვე გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ონლაინ პლატფორმებზე და მიიღოს შემოსავალი. პროექტის მსვლელობისას მონაწილეები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას დონორებისგან შეთავაზებული თანადაფინანსების წყაროების შესახებ.

   2018 წლის დეკემბრიდან ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროექტის და საგანმანათლებლო მოდულის შესახებ.  ტრენინგების პირველი ფაზა დაიწყება თებერვალში.

   17 დეკემბერი, 14 სთ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.

   შეხვედრის ხანგრძლივობა 1 საათი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე