შეხვედრა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან

1 May, 2019

  დღეს, 1 მაისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი და მერის მოადგილეები კონტრაქტორი მშენებელი კომპანიების და შ.პ.ს "მშენექსპერტი"-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ახორციელებენ სამშენებლო სამუშაოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალიტეტში 2018-2019 წ.წ გარდამავალი და 2019 წლის ახალი პროექტები.

  კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა  ყაზბეგის მერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს შესაძლო გამოწვევებზე.

  შეხვედრაზე ასევე განიხილეს პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე