შეხვედრა გორისციხის, ფხელშისა და ტყარშეტის მოსახლეობასთან

30 აგვისტო, 2019

 ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ გორისციხის, ფხელშისა და ტყარშეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, პარლამენტის დეპუტატები - მირიან წიკლაური და ლევან კობიაშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში - გორისციხის, ფხელშესა და ტყარშეტის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.

  ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად, სოფლებში შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს.

  ისეუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

  დაგეგმილია სოფლების - გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, რომლის საპროექტო სამუშაოები დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორისციხის ამბულატორიას. მიმდინარეობს სოფელში არსებული საჯარო სკოლის რემონტიც. კეთილმოეწყობა სკვერი სოფელ ფხელშეში. უახლოეს პერიოდში დაიწყება რიტუალების სახლის რეაბილიტაცია სოფელ ტყარშეტში.

  შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების მშენებლობა და მიწების საკუთრებაში რეგისტრაციის პრობლემა დაასახელა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მხარდაჭერა აღუთქვეს, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებზე.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

გააზიარე