შეხვედრა "გამარჯვებულ ქალთა კლუბი"-ს წარმომადგენლებთან

3 ივლისი, 2019

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის - "ონკოპაციენტი ქალების ადვოკატირება და კიბოს სკრინინგის შესახებ სამიზნე ჯგუფების ცნობიერების გაზრდა"- ფარგლებში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

   შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი, პირველი მოადგილე- თამაზ ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - გრიგოლ სეთურიძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი- გიორგი ავსაჯანიშვილი და "გამარჯვებულ ქალთა კლუბი"-ს წარმომადგენლები.

    პროექტი "ონკოპაციენტი ქალების ადვოკატირება და კიბოს სკრინინგის შესახებ სამიზნე ჯგუფების ცნობიერების გაზრდა" -„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“, (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ პროექტის (ACCESS) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

  „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს დაგეგმილი აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ, რის განხორციელებასაც კლუბი ორი თვის განმავლობაში გეგმავს.

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია კიბოს სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობის თაობაზე ცნობიერების ამაღლება, ქალთა პოპულაციისათვის და პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალისთვის საინფორმაციო და საგანმანათლებლო სემინარების მოწყობა; კიბოს სტიგმის დამარცხების მიზნით, მოსახლების ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეულ დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო მასალის მიწოდება.

  კიბოსთან ბრძოლის საქმეში, ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის როლი გადამწყვეტია.

გააზიარე