შეხვედრა დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის განაშენიანების გეგმის დოკუმენტაციის ავტორებთან

21 May, 2021

მოსახლეობის საყურადღებოდ!

 პარასკევს, 21 მაისს 14 საათზე, დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში გაიმართება შეხვედრა დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის განაშენიანების გეგმის დოკუმენტაციის ავტორებთან და იმ კომპანიებისა და სამსახურების წარმომადგენლებთან, რომელნიც ჩართულნი არიან განაშენიანების გეგმის შემუშავების პროცესში.

 ამ ეტაპზე დაგეგმილია განაშენიანების გეგმის კონცეფციის განხილვა და შემდგომ დამტკიცება.

 შეხვედრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად ჩაერთოს დოკუმენტის დეტალურად განხილვაში, რათა ყველა საკვანძო საკითხი შეჯერდეს მოსახლეობასთან.

 როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG)“ დაკვეთით, გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი" ამუშავებს დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის განაშენიანების გეგმის დოკუმენტაციას.

 ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განაშენიანების გეგმის) შემუშავება აუცილებელია, რათა განისაზღვროს დასახლებული ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების ძირითადი პარამეტრების, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიული პირობები, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცითი ასპექტები და განსახლების ტერიტორიული საკითხები.

 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ და დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას.

 

შეიძლება იყოს ბუნება და მთა-(ი)ს გამოსახულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე