შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან

8 ნოემბერი, 2019

  პარასკევს, 8 ნოემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, თემაზე: მდგრადი სოფლის განვითარების ადვოკატირება.

  შეხვედრა იმართება სოფლის განვითარების ფართომასშტაბიანი ხელშეწყობის ფარგლებში და ძირითადი საკითხები შეეხება არსებულ გამოწვევებს, ადვოკატირების მექანიზმებს, სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს, რომლის მიზანია სოფლის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებით, სოციალური და საჯარო სერვისების გაუმჯობესებით, დასაქმების ზრდისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვით.

  შეხვედრას დაესწრებიან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები.

  დაინტერესებულ მოსახლეობას გთხოვთ დაესწროთ შეხვედრას.

გააზიარე