საყოველთაო ჯანდაცვა

 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვლიდან. პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის  არმქონე   საქართველოს მოსახლეობისათვის  შექმნას  ფინანსური   უზრუნველყოფა, სამედიცინო  მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლენი არიან:

  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები (გარდა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა და იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში) რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.1-ით (საბაზისო პაკეტი). თუ დაზღვეულ მოქალაქეს 2013 წლის 1 ივლისის შემდგომ ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტი, ამ შემთხვევაში მოქალაქე ჩაერთვება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში და მიიღებს მინიმალური პაკეტის პირობებით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც ოჯახის ან უბნის ექიმის მომსახურებას, ასევე ექთნის მომსახურებას უფასოდ. ასევე სრულად დაუფინანსდება სისხლის საერთო და შარდის საერთო ანალიზები, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, განსაზღვრული ჩამონათვალში - დანართი N1.2 (ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე - 15 000 ლარი), მშობიარობა (ლიმიტი 500 ლარი) და საკეისრო კვეთა (ლიმიტი 800 ლარი).
  •  ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.4-ით (ვეტერანების პაკეტი);
  •  სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ყოფილი მოსარგებლეები, რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.3-ის პირველი პუნქტით (მიზნობრივი ჯგუფი);
  •  „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული

2016 წლის ბოლოს Unicef-მა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის 2015 წლის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2015 წელს, 2013 წელთან შედარებით, ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ჯანდაცვის ხარჯები შინამეურნეობების მთლიან ხარჯებში 7%-დან 8.1%-მდე გაიზარდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 660 მლნ ლარი განისაზღვრა.

გააზიარე