საფინანსო-საბიუჯეტო კომისია

კომისიის წევრები

 

  • ნოდარ ავსაჯანიშვილი - თავმჯდომარე
  • დავითი ხუციშვილი - წევრი
  • პავლე ავსაჯანიშვილი - წევრი
  • იოანე გელაშვილი - წევრი
  • ბეჟანი ხულელიძე - წევრი


საფინანსო-საბიუჯეტო კომისია წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას:

  • აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს. განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს გაანგარიშებებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;
  • შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
  •  შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნის და მისი განკარგვის წესების შესახებ, სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ;
  •  განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით;

 

კომისიის უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში

 

გააზიარე