სამუშაო შეხვედრა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებასთან დაკავშირებით

12 აგვისტო, 2019

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და მასში შემავალი თემების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება აქტიურად მიმდინარეობს.

  დღეს, 12 აგვისტოს შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი  “გეოგრაფიკი ”-ს წარმომადგენლები  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ.

  სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული მიზნების დამუშავებისთვის საჭირო ინფორმაცია.

 იმსჯელეს ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით არსებულ სიტუაციაზე, განიხილეს თითოეული თემის  შესაძლებლობები, საფრთხეები, სუსტი და ძლიერი მხარეები.

 შეხვედრაზე დაიგეგმა პროექტის მიმდინარეობის დეტალები.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

გააზიარე