სამუშაო შეხვედრა საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან

4 თებერვალი, 2019

   დღეს, 4 თებერვალს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი- ალექსანდრე ზაგაშვილი, პირველ მოადგილესთან ერთად, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

   სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ქვეშეთი - კობის 24-კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად აფინანსებს. ქვეშეთი - კობის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის განვითარებას რეგიონში.

    შეხვედრის ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას ეწვივნენ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ლევან კუპატაშვილი, საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსის მოადგილე - ლუკა მოსაშვილი, ტრანსპორტის სპეციალისტი აზიის განვითარების ბანკში - ქემელ ბოუმედი, გარემოს დაცვის სპეციალისტი - დუნკან ლენგი, კომუნიკაციების დეპარტამენტის კურატორი - დუნკან მაკლეოდი და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ავთანდილ ცქვიტავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე