სამუშაო შეხვედრა მერიაში

28 ნოემბერი, 2019

  დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განიხილეს.

  შეხვედრას ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად, მერის მოადგილე - დავით ქირიკაშვილი, მშენ-ექსპერტისა და კონტრაქტორი მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  დეტალურად განიხილეს თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობა და სამუშაოების გეგმა-გრაფიკები.

  ყაზბეგის მერიისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად და დროულად შესრულება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.

  მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად ხორციელდება
რეაბილიტაცია უტარდება გზებს, საცხოვრებელ კორპუსებს, ხიდებს, უმჯობესდება წყალმომარაგება, მიმდინარეობს ტურისტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

გააზიარე