სამუშაო შეხვედრა მერიაში

24 ივნისი, 2019

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა - ალექსანდრე ზაგაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

  შეხვედრას მერის მოადგილეები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

   განიხილეს სოფლებში არსებული პრობლემები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, საპროექტო სამუშოები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, დაგეგმილი ღონისძიებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

  ალექსანდრე ზაგაშვილმა მერიის თანამშრომლებს მოუწოდა, რომ ნებისმიერი პროექტის თუ სამუშაოს შესრულებისას მაქსიმალურად გაკონტროლდეს ხარისხი და ვადები.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

გააზიარე