სამუშაო შეხვედრა მერიაში

13 May, 2019

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 შეხვედრაზე განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს, სამსახურის უფროსებმა წარმოადგინეს ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა - 2019 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საპროექტო სამუშოების მსვლელობაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებსა და სოფლებში არსებულ პრობლემებზე.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე