სამუშაო შეხვედრა მერიაში

11 მარტი, 2019

    დღეს, 11 მარტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილეები და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

   სამუშაო შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა წარმოადგინეს ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა - 2019 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - მიმდინარე საპროექტო სამუშოებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე