სამუშაო შეხვედრა კომუნიკაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით

20 ივნისი, 2019

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში კომუნიკაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

  შეხვედრას ესწრებოდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილე- დავით ქირიკაშვილი, ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წევრები, მედია ცენტრის დირექტორი- მაია მამულაშვილი, „ფიფლ ინ ნიდ“-ის პროექტის -„რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ კოორდინატორი ნინო მარკოზაშვილი და მერიის თანამშრომლები.

  შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი განვითარების ჯგუფსა და მუნიციპალიტეტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

  დაისახა სამომავლო ურთიერთობის კონკრეტული ნაბიჯები.

  ალექსანდრე ზაგაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზბეგის განვითარების ჯგუფს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისათვის და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

გააზიარე