სამუშაო შეხვედრა ინფარსტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით

7 ნოემბერი, 2019

   დღეს, ალექსანდრე ზაგაშვილი, მოადგილე - დავით ქირიკაშვილთან და "მშენ-ექსპერტი"-ს წარმომადგენლებთან ერთად კონტრაქტორ მშენებელ კომპანიებს შეხვდა.

  ყაზბეგის მერმა კომპანიებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ პროექტების ხარისხსა და გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე.

  მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

  მიმდინარეობს : სოფ. სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია, ე.წ. კობათ უბნის გზის ნაპირსამაგრი სამუშაოები, სოფელ სიონში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები, სოფელ ხურთისში წყლის სათავე ნაგებობის, წყლის ქსელის, საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები, დ.სტეფანწმინდაში აღმაშენებლის ქ.N9-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა N2-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაბა სტეფანწმინდასა და სოფელ არშაში არსებული უსახური და ავარიული 7 მრავალბინიანი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები; გუდაურის საბავშოვო ბაღის მშენებლობა, დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის შესახვევის, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე #32, 34 მიმდებარედ და #54 მიმდებარედ ჩიხების და ორმოული შეკეთების სამუშაოები და სოფ. არშის შიდა გზის რეაბილიტაცია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დ.სტეფანწმინდის და სოფლების: აჩხოტი, კარკუჩა, სნო, ახალციხე, ტყარშეტი, ხურთისის რიტუალების სახლებისა და სოფ.კობში მდებარე ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

  დასრულდა : სოფელ ყანობის მიმართულებით სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, სოფელი სნოს შიდა გზების რეაბილიტაცია, დაბა სტეფანწმინდაში ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია, დემონტაჟი ჩაუტარდა უსახურ შენობებს, დასრულების ეტაპზეა სოფელ სიონში შიდა გზების რეაბილიტაცია, ე.წ. კობათ უბნის გზის ნაპირსამაგრი სამუშაოები. დასრულების ეტაპზეა სოფელ სიონში შიდა გზების რეაბილიტაცია, სოფ. სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია, ე.წ. კობათ უბნის გზის ნაპირსამაგრი სამუშაოები.

  ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

გააზიარე